“პარტიზანული მებაღეობა” საკრებულოსთან აქციას მართავს

თბილისის საკრებულოსთან “პარტიზანული მებაღეობა” საპროტესტო აქციას მართავს. როგორც “პარტიზანული მებაღეობის” აქტივისტმა, ნატა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “პარტიზანული მებაღეობა” მოითხოვს, რომ დღეს არ მოხდეს საკრებულოში მირზა შაფის ქუჩის რეაბილიტაციის კორექტირებული პროექტის დამტკიცება.
მისი თქმით, აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვები გაიმართოს და გააზრებულად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება.
“მირზა შაფი არის ძალიან მტკივნეული ქალაქისთვის. კორექტირებული პროექტი მტკიცდება დღეს. თუმცა, არანაირი განხილვა არ მომხდარა. შემცირდა მოცულობა, რაც მისასალმებელია, მაგრამ თუ მოცულობა შეჩერდა, რატომ აღარ განიხილავენ იმ პროექტებს, რომელიც მცირე მოცულობის გამო დაიწუნეს. გააზრებულად უნდა გაკეთდეს ამ პროექტის განხილვა”, – განაცხადა ფერაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს
შემდეგი სტატიასაკრებულოში მირზა შაფის ქუჩის რეაბილიტაციის კორექტირებული პროექტის დამტკიცებაზე მსჯელობენ