“პარტიზანი მებაღეების” აქტივისტმა საკრებულოს დეპუტატებს ბოთლით წყალი გადაასხა

მირზა შაფის კორექტირებული პროექტის განხილვის დროს “პარტიზანი მებაღეების” აქტივისტმა, ნატა ფერაძემ დეპუტატებს ბოთლით წყალი გადაასხა.
“პარტიზანი მებაღეები” მოითხოვდა, რომ მხარი დაეჭირათ პროექტის დამტკიცების გადადებისთვის, თუმცა საკრებულოს უმრავლესობამ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა.
როგორც “თაიმერს” ნატა ფერაძემ განუცხადა მისი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ “პარტიზანი მებაღეების” წევრებს საერთოდ არ გამოათქმევინეს აზრი. ამის შემდეგ, ნატა ფერაძემ წყლის ბოთლი დახვრიტა და წყალი დეპუტატებს გადაასხა. ინციდენტის შემდეგ დაცვის სამსახურმა ნატა ფერაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ მერიის სამსახურებს უეფას სუპერთასის მატჩის ორგანიზებაში გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულომ მირზა შაფის კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა