პარტია დავტოვე ბევრი უსამართლობის გამო და ბიძინა ივანიშვილის ნათლულის ჯოტო სამადაშვილის გამო-ლაშა ცანავა

387737a1a2.images.new_photo.acharabet.lasha-canavaყოფილი პოლიციელი ლაშა ცანავა დღეს პროკურატურაში მის დაკითხვას პარტია “ქართული ოცნების” დატოვებას უკავშირებს. როგორც ცანავამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა , ის თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” მობილური ჯგუფების შტაბის უფროსი იყო.
“პარტია დავტოვე ბევრი უსამართლობის გამო და ბიძინა ივანიშვილის ნათლულის ჯოტო სამადაშვილის გამო. 1-ელ აპრილს მათავისუფლებდნენ სამსახურიდან, დასკვნაში მიწერია, რომ “რუსთავი 2”-ის ეთერში გავაკეთე განცხადება, სადაც მერს და მის მოადგილეს შეურაცხყოფა მივაყენე. ასე აღადგინა “ქართულმა ოცნებამ” სამართალი ჩემს წინაშე, დამიბარეს დღეს პროკურატურაში და ბრალის წაყენება უნდოდათ”, – განაცხადა ლაშა ცანავამ.
ლაშა ცანავა დღეს თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხა. როგორც “ინტერპრესნიუსს” პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, საქმე 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოსთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
“ლაშა ცანავა არის ყოფილი პოლიციელი, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობდა 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სამმართველოსთან მიმდინარე დარბევაში და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება”, – განაცხადა სუხიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყოფილი პოლიციელის თქმით, როდესაც ის “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანდა, ყველამ იცოდა, რომ 15 მაისის აქციის დაშლაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ხსენებაზე დეპუტატებს მიკროფონს მყისიერად ურთავს-ზურაბ ჯაფარიძე