პარლამენტში ხვალ სოზარ სუბარს ელოდებიან

პარლამენტში ხვალ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარს ელოდებიან. სუბარი პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის გაერთიანებული სხდომის ფარგლებშია მიწვეული.
მინისტრის მოსმენას სამთავრობო პროგრამის და მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიშის ფარგლებში გეგმავენ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა აღნიშნული ანგარიშის მოსმენისას სხვა სამთავრობო სტრუქტურებსაც მოუსმინა, თუმცა ყველა სამინისტრო პარლამენეტში მინისტრის მოადგილის დონეზე იყო წარმოდგენილი.

banner
წინა სტატიაში“საგარეჯოს რაიონის პოლიციის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს”
შემდეგი სტატია“თაიმერის” მიერ გავცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს