პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა მიმდინარეობს. ფრაქციის წევრები უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხზე მსჯელობენ. პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ორ ვაკანტურ ადგილზე მზია თოდუასა და ეკა გასიტაშვილის კანდიდატურები წარუდგინა. მათ პარლამენტის ორმა კომიტეტმა – ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირა.
კანდიდატების მხარდაჭერის საკითხზე ახლა ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” მსჯელობენ, რომელშიც თავად წარდგენილი კანდიდატებიც მონაწილეობენ. არსებული ინფორმაციით, პარლამენტი კანდიდატურების არჩევის საკითხს მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიახალი პანთეონი, სავარაუდოდ, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის შიდა სივრცეში მოეწყობა
შემდეგი სტატიაბოკერია ხელისუფლების პოზიციას ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მიმართ გაუმართლებლად მიიჩნევს