პარლამენტში უმრავლესობის დახურული სხდომა გაიმართება

parlamenti

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა დაინიშნა, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია რა საკითხებს განიხილავენ სხდომაზე უმრავლესობის წევრები.

თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძეს შეეხება და დღეს მომხდარ მცირე დაპირისპირებას, სადაც ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატებმა აკაკი ბობოხიძისგან გასული წლის დეკემბერში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

სავარაუდოდ, უმრავლესობის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარეც დაესწრება

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჭიკაიძის დედა აბაზანაში, გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიამედეა ვასაძემ კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვა