პარლამენტში რიგგარეშე სესიები სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის დასრულდება

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

პარლამენტში რიგგარეშე სესიები სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის დასრულდება. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელთა განხილვა მომავალ კვირას უნდა დასრულდეს.
,,მომავალი კვირა, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი სამუშაო დღეებია და სესიები გაიმართება. წინასწარი ვარაუდოთ, თუ ვიმუშავებთ ნაყოფიერად და ეფექტურად, ჩვენ მომავალი კვირის ბოლოს უნდა შევძლოთ რიგგარეშე სესიების დასრულება. მომავალ კვირას ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ,,საჯარო სამსახურების შესახებ”, რომელიც ახალი კანონია. ამ კანონთან დაკავშირებით იყო კონსულტაციები ევროკავშირთან. მიღწეულია თანხმობა მთავრობასა და ევროკავშირის შესაბამის სამსახურებს შორის, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ერთი მოსმენით მიღება სასესიო პერიოდში იქნება საკმარისი, იმ პირობით, რომ ჩვენ სექტემბრის ბოლომდე დავასრულებთ პროექტის მიღებას. ეს მნიშვნელოვანი ამბავია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა მუსლიმებს რამაზან ბაირამის დადგომა მიულოცა
შემდეგი სტატია“შენ ხარ პუტინი და მოღალატე, გადადექი,”- პაატა ზაქარეიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს