პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის არც თარიღი და არც ფორმატია დაზუსტებული

უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით სავარაუდოდ, 18 ან 20 მარტს წარსდგება.

მისივე თქმით, გამოსვლის ორი ფორმატი, დებატებისა და ფრაქციების გამოსვლის ფორმატები განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არც ამაზეა მიღებული.

“მინდა გითხრათ, რომ თარიღი დაზუსტებული არაა. ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი სამუშაო რეჟიმია და როგორც პრეზიდენტი გადაწყვეტს იმ თარიღში იქნება გამოსვლა. საუბარია ორ ფორმატზე რომელიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ვთქვათ დებატებში უმრავლესობის ლიდერს, ისევე როგორც უმცირესობისას რეგლამენტით გამოსვლის უფლება აქვს. თუ ფრაქციების ფორმატზე შევჩერდებით, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გამოვალთ. ერთ შემთხვევაში შეიძლება დროის გაყოფა, მეორეში კი არა”, – განაცხადა საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“აუნაზღაურებელია ეს დანაკარგი”-პრემიერ-მინისტრი ნიუ-ჯერსიში დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს