პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, თარიღი პარლამენტის აპარატთან შეთანხმდება. ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში გახდება ცნოლი პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის სავარაუდო თარიღი, რაც, რა თქმა უნდა, პარლამენტის ხელმძღვანელობასთან ერთობლივად იქნება ჩამოყალიბებული”, – აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის გადავადებას, საპარლამენტო მდივნის განმარტებით, ამით კანონი არ ირღვევა. “გადავადება გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, რომელიც კანონის ძალის მატარებელი აქტია და რომელიც ამბობს, რომ როგორც წესი, წლიური გამოსვლა იმართება საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, როგორც წესი’კი გამონაკლისებსაც გულისხმობს. თუ გადავავლებთ თვალს უკანასკნელი პერიოდების მოხსენებებს, ყოველთვის ცოტა მოგვიანებით ხდება ხოლმე პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში”, – აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

რაც შეეხება მოხსენების შემდეგ დებატების გამართვის საკითხს, კვერენჩილაძის თქმით, ქვეყნის პირველი პირი ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობისთვის მზადაა. “დებატების საკითხი არის პარლამენტის გადასაწყვეტი. მე შემიძლია დაგიდასტუროთ საქართველოს პრეზიდენტის მზადყოფნა ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის პოლიტიკურ დებატებში მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ იური ვაზაგაშვილის სასტიკი მკვლელობა
შემდეგი სტატიამშობლების თვალწინ 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა