პარლამენტში “ნდობის ჯგუფის” სხდომაზე ანზორ ჩუბინიძეს და თინა ხიდაშელს მოუსმინეს

პარლამენტში „ნდობის ჯგუფის“ სხდომა გრძელდება, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც ესწრება.

სხდომაზე მოხსენებით თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელიც იყო მისული, რომლის მოსმენაც უკვე დასრულდა.

ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

„ყველა დამშვიდდება და დაწყნარდება ამის შემდეგ. სერიოზული ხელშეკრულება დავდეთ, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, როგორც თავდაცვის შეიარაღების კუთხით, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ მოვახერხეთ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგვეცა“, – დასძინა თინათინ ხიდაშელმა, რომელმაც ამასთანავე თქვა, რომ დეპუტატებს ხელშეკრულების ყველა დეტალზე მიაწოდა ინფორმაცია.

რაც შეეხება ჩუბინიძეს, მან სხდომაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: ანალოგიური ბრალი ანზორ ჩუბინიძესა და ბიძინა ივანიშვილსაც უნდა წარუდგინონ
შემდეგი სტატიაზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განახლდა