პარლამენტში დღეს მინისტრებს ელოდებიან

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტში დღეს მინისტრებს ელოდებიან. მთავრობის რამდენიმე წევრის მოსმენა, კომიტეტების ფარგლებში, სამთავრობო პროგრამის – “ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის” შესრულებასთან დაკავშირებით არის დაგეგმილი.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს მოუსმენენ.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მიწვეული არიან განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
გარდა ამისა, დღეს დანიშნულია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი სხდომა, სადაც სპორტის სფეროში სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაშიალ ქაიდას ლიდერი მუსლიმ მხარდამჭერებს რუსეთისა და დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო