პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლიასაქართველოს პარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები და პროექტი არ გაიზიარა და მის მიერ გამოყენებული ვეტო დაძლია.
თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელსაც 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 46-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მხრიდან ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც 81 ხმით გავიდა. წინააღმდეგი მხოლოდ 12 დეპუტატმა იყო. ამით პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია.
“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გადაეგზავნება.
თუკი გიორგი მარგველაშვილი კანონპროეტს ხელს კვლავ არ მოაწერს, ამის გაკეთება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთი და ვენესუელა უვიზო მიმოსვლის შესახებ თანხმდებიან…
შემდეგი სტატიაკიევის საჰაერო-კოსმოსური პროექტის თანამშრომლობა აშშ-სთან