პარლამენტმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

კანონმდებლებმა კენჭისყრაზე საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა გაითვალისწინეს და საბოლოოდ 75 ხმით საჯარო სამსახურის შესახებ კანონი მიიღეს.
ცვლილებით ახლებურად განისაზღვრა და დარეგულირდა საჯარო სამსახურის ირგვლივ წარმოშობილი ურთიერთობები. შემუშავდა საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა, ასევე, საბჭოს შემადგენლობა და ფორმიერება, საჯარო სამართლის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა და სხვა უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო სამსახურის ბიუროს შექმნა.
კანონპროექტით წესდება ისეთი რეგულაციებიც, როგორიცაა საჯარო სამსახურში თანამდებობათა კლასიფიცირება, მოხელის თანამდებობაზე მიღებისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები და პირობები.

banner
წინა სტატიაშიშეწყალების კომისიის მიერ ლევან ბობოხიძის საქმის განხილვისას ზუსტად იყო დაცული ყველა შესაბამისი კრიტერიუმი
შემდეგი სტატიათბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჩასახლებული დევნილების ნაწილი ოლიმპიადის ჩაშლით იმუქრება