პარლამენტმა საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული მორიგი პროვოკაციული ქმედების შესახებ უმრავლესობის რეზოლუცია მიიღო

პარლამენტმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შეთავაზებულ რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა. “რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიების სიღმეში გადმოწვის თაობაზე” მომზადებულ რეზოლუციას მხოლოდ 15 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 50 კანონმდებელი წავიდა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრების რეზოლუციის პროექტში ძირითადი მოთხოვნა კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკების ფორმატის გაუქმება იყო.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, კანონმდებლებმა კენჭისყრაზე მას მხარი დაუჭირეს. 82 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი, დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი “რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული მორიგი პროვოკაციული ქმედების შესახებ” მიიღეს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“თქვენმა პრეზიდენტმა მოიგონა დისკოტეკებით ტერიტორიის დაბრუნება”- სანიკიძე “ნაცმოძრაობას” აკრიტიკებს