პარლამენტმა გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ დებატებზე უარი თქვა

პარლამენტმა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვაზე უარი თქვა. გადაწყვეტილება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარეები გამოვლენ და თითოეულ მათგანს 15 წუთი ექნება. სიტყვით გამოსვლა ყველა ფრაქციის თავმჯდომარეს შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ხვალ წარდგება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-ლიგას სთხოვენ სპირტიანი სასმელების კომპანიებს უარი უთხრან სპონსორობაზე
შემდეგი სტატიაისრაელის ექს-პრემიერი კორუფციის ბრალდებით დააკავეს