“პარლამენტის უშუალო კონტროლი და ჩარევა პროკურატურის საქმიანობაში არ არის სწორი,” – გედევან ფოფხაძე

თბილისის იუსტიციის სახლში  სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იწყება.

საბჭოს წევრების გარდა, შეხვედრაზე მიწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

განიხილება პროკურატურის რეფორმირების საკითხები, მათ შორის საპროკურორო საბჭოს შექმნის დეტალები. ერთ-ერთი მთავარი საკითხია მთავარი პროკურორის დანიშვნის დროს უფლებამოსილებების თანაბრად გადანაწილება.

“პროკურატურა ძალიან შორს უნდა იყოს პოლიტიკისგან. ამ მხრივ პარლამენტის უშუალო კონტროლი და ჩარევა პროკურატურის საქმიანობაში არ არის სწორი. რადგან ნებისმიერი ფორმით პროკურატურის პოლიტიზირება ქვეყანაში გამოიწვევს ძალიან ცუდ ეფექტს.” – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაში„სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას აქვს ამ ღირებულებების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება” – ლევან ბეჟაშვილი აღლუმზე
შემდეგი სტატია“ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როცა რთული არჩევანია გასაკეთებელი”