პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, ჩაიშლება

ხვალისთვის დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, ჩაიშლება. ამის მიზეზი კი შესაძლოა კვორუმის პრობლემა გახდეს და 76 დეპუტატი ვერ შეიკრიბოს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პირად თუ საჯარო განცხადებებში აფიქსირებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგით დაგეგმილ შოუში” მონაწილეობის მიღება არ სურთ.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავად პროგნოზირებენ, რომ ხვალინდელი სხდომა ჩაიშლება, რადგან საკმარისი რაოდენობის დეპუტატები არ შეიკრიბებიან.
ხვალ, 14:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნით დაინიშნა. განსახილველია ერთადერთი საკითხი – ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი და მისგან გამოსვლის გზები.

banner
წინა სტატიაში“მრეწველები” პარლამენტის საგანგებო სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზას რუსეთი იყიდის?