პარლამენტთან “თავისუფალი ზონისა” და “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია იმართება

პარლამენტთან “თავისუფალი ზონისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. მათი განცხადებით, ხელისუფლება უუნაროა, ეწევა მოღალატეობრივ პოლიტიკას.
პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით. პარლამენტში კი მიმდინარეობს რეზოლუციის პრექტების განხილვა, რომელიც სწორედ ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეეხება. აქედან ერთი პროექტი ინიცირებულია ფრაქცია “ქართული ოცნების” მხრიდან, ხოლო მეორე პროექტის ავტორი “ნაციონალური მოძრაობაა”.

banner
წინა სტატიაშიხვალ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სახელობითი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართება
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – რუსეთის პროვოკაციებზე ჩვენ გვაქვს ევროპული პასუხი