პარიზში პოლიციამ “ტურ დე ფრანსის” ფინიშთან მანქანა ჩაცხრილა

ფრანგულმა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მანქანას, რომელიც პარიზში “ტურ დე ფრანსის” ფინიშის ბარიერს დაეჯახა. შემთხვევა სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ინციდენტი ელისეის ველზე მოხდა დილის 8 საათისთვის მაშინ, როცა ორგანიზატორებმა ბარიერების დაყენება დაიწყეს.
პოლიცია მანქანის შეჩერებას შეეცადა და მას ცეცხლი გაუხსნა, მაგრამ მანქანამ მიმალვა შეძლო.
ბიბისის პარიზის კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ “რუსული არმიის მაიორის” დაჭერის შესახებ განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიაფრაქციამ “ქართული ოცნება” მთის კანონი მესტიის მოსახლეობას გააცნო