პარიზის მოვლენებს 17 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთის მოსახლეობა სამდღიანი შოკიდან გამოსვლას ცდილობს. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო თავდასხმებს საერთო ჯამში 17 ადამიანი ემსხვერპლა. 4 ადამიანი, რომელიც გუშინ საღამოს მძევლად აიყვანეს, სუპერმარკეტზე შტურმის დროს დაიღუპა.

ლიკვიდირებულია ყველა ტერორისტიც. ამ დროისთვის სამართალდამცველები მათ თანამზრახველებს ეძებენ. დაკითხვის მიზნით პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა.

ჟურნალ “შარლი ებდოზე” მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობა უკვე დაადასტურა “ალ ქაიდამ” და საფრანგეთს ტერაქტების გაგრძელებით დაემუქრა.

“არა ტერორიზმს!” – ამ ლოზუნგით მასშტაბური აქცია პარიზის ცენტრში ხვალ გაიმართება. საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობას ევროპელი ლიდერებიც მიიღებენ.

უკვე ცნობილია, რომ პარიზში ჩავლენ დევიდ კემერონი, ანგელა მერკელი, პეტრე პოროშენკო. ასევე იტალიის, ბელგიის, ესპანეთის პრემიერ–მინისტრები.

banner
წინა სტატიაში“ალ ქაიდა” საფრანგეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება
შემდეგი სტატიაშსს-ს თანამშრომლები სამსახურიდან ნარკოტიკების მოხმარებისთვის გაათვისუფლეს