პარიზელი ტერორისტები „კადიროველები “ აღმოჩნდნენ და ისინი ჯერჯერობით არ დაუჭერიათ

პარიზელი ტერორისტები „კადიროველები “ აღმოჩნდნენ და ისინი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ – სტატიას ამ სათაურით უკრაინული newsdaily.com აქვეყნებს.
როგორც გამოცემა ამბობს, 18 წლის ჰამიდ მურადი მართავდა იმ შავ მანქანას, რომლითაც ტერორისტები მიიმალნენ. თუმცა, ეს ვერსია ეჭვმიტანილის ჩვენებამ სათუო გახადა.
მურადი პოლიციაში ნებით გამოცხადდა მას შემდეგ, რაც საკუთარი სახელი და გვარი ეჭვმიტანილების სიაში ამოიკითხა. ამასთანავე, მურადის ნათესავებმა ტვიტერში დაწერეს, რომ მურადი არ იყო პარიზში ტერაქტისას – ცნობას ტელეკომპანია iTele ავრცელებს.
ტყვიის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ისინი ნასროლია იარაღიდან AK103, რომელითაც რამზან კადიროვის პოლიციაა შეიარაღებული.
პოლიციის ინფორმაციით ძებნილი ძმები კაუშები წარმოშობით ალჟირელები არიან და მონაწილეობდნენ ჩეჩნეთის სამხედრო კონფლიქტში. ისინი საფრაგეთში 2014 წლის გაზაფხულზე დაბრუნდნენ.
ზოგიერთი ექსპერტის და პოლიტიკოსების თქმით პრობლემა შემდეგშია: ქვეყნის მთავრობებს ხშირად ეშინიათ აღიარონ, რომ რადიკალურმა ისლამმა ბევრს გამოურეცხა გონება ევროპაში – წერს გამოცემა. „ამ თავდასხმამ ისლამური ფუნდამენტალისტების საკითხში ღია საუბრის საშუალება უნდა მოგვცეს. ჩვენ სიტყვის თავისუფლების არ უნდა გვეშინოდეს და უნდა ვთქვათ რაც მოხდა. არ უნდა შეგვეშინდეს სიტყვების: ეს – ტერორისტული აქტია, რომელიც რადიკალური ისლამის სახელით იქნა ჩადენილი. უარყოფა და პირფერობა უადგილოა. ისლამური ფუნდამენტალიზმი ხმამაღლა უნდა დაიგმოს“ – განაცხადა პარტია „ნაციონალური ფრონტის“ თავმჯდომარემ მარტონ ლე პენმა.
პრესის თქმით, ორივე თავდამსხმელი სავარაუდოდ, ე.წ „კადიროვის პოლიციის“ წევრია, ბოევიკები, რომლებმაც სულ ახლახანს დაწერეს რაპორტი ჩეჩნეთის შს მინისტრის რუსლან ალხანოვის სახელზე იმასთან დაკავშირებით, რომ „მზად არიან შეასრულონ მთავარსარდლის, პრეზიდენტ ვლდიმირ პუტინის, რუსეთის შს მინისტრის ვ. კოლოკოლცევის და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რ. კადიროვის ნებიესმიერი ბრძანება, რომელიც რუსეთის ინტერესებს დაიცავს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.“
ზუსტად ამ „ტერორისტულმა ორგანიზაციამ“ უნდა აიღოს საკუთარ თავზე მომხდარზე პასუხისმგებლობა. ჩვენ ვართ შარლი- სკანდირებდა ასობით ათასი ადამიანი გუშინ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისინი ამბობდნენ, რომ არ ეშინიათ არც პუტინის და არც ტერორისტების“ -წერს გამოცემა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი უკრაინას 1,8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შემდეგი სტატიაპარიზის აღმოსავლეთით, ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შეირაღებულმა პირმა მძევალი აიყვანა