პარაცეტამოლის ხშირი მიღება ორსულობისას მომავალი ვაჟის ჯანმრთელობას ხელს შეუშლის

პარაცეტამოლიბრიტანელმა სწავლულებმა განაცხადეს, რომ პარაცეტამოლის ხშირი მიღება ორსულობისას მომავალი ვაჟის ჯანმრთელობას ხელს შეუშლის.
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, რომელიც მათ თაგვებზე ჩააატრეს, რომელსაც სპეციალურად ადამიანის ქსოვილები შეუყვანეს ორსულობის იმიტაციისთვის.
შედეგად, ცხოველებს, რომლებსაც პარაცეტამოლს აძლევდნენ 7 დღის მანძიძლე, ტესტოსტერონის დაბალი მაჩვენებელი აღმოაჩნდათ, რომელიც მამაკაცის რეპროდუქტიული ორგანოების მწარმოებელი ძირითადი ჰორმონია.
დიდი ბრიატნეთის ჯანდაცვის სამსახურის გაფრთხილებით, ორსულმა ქალებმა აღნიშნული წამალი მხოლოდდამხოლოდ უკიდეურესი აუცილებლობისას უნდა მიიღონ.
ბრიტანეთის წამლის ხარისხის სააგენტო გაფრთხილებას იძლევა, რომ პარაცეტამოლი ერთ-ერთი იმ ტკივილდამაყუჩებელითაგანია, რომლიც ორსულობისას უარყოფითად მოქმედებს ნაყოფზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: საქართველო ვერ მიიღებს ვერც მკაფიო პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანების და ვერც უვიზო მიმოსვლას
შემდეგი სტატიაGoogle Maps-ის ირგვლივ რასისტული სკანდალი აგორდა