პან გი მუნი სამხრეთ ოსეთის ხაზთან მდგომარეობის გამო შეშფოთებულია

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი სამხრეთ ოსეთის კონტროლის ხაზთან არსებული სიტუაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს… ამის შესახებ გაეროს ოფიციალურ წყარო იტყობინება.

,,გაეროს გენერალური მდივანი, იღებს რა მხედველობაში სამხრეთ ოსეთის კონტროლის ხაზთან განხორციელებულ ბოლო დროინდელ მოვლენებს, გამოხატავს შეშფოთებას იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება ნეგატიურად აისახოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და ცხოვრება-მოღვაწეობაზე. ის მოუწოდებს მხარეებს, რომ თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისაგან, რომლებიც შეიძლება ატარებდეს პროვოკაციულ ხასიათს და აზარალებდეს რეგიონალური მშვიდობის და სტაბილურობის განვითარების ძალისხმევას,, ნათქვამია გაეროს გენმდივნის განცხადებაში.

პან გი მუნმა ასევე მოუწოდა მხარეებს, გამოიყენონ  პრობლემების მოსაგვარებლად ჟენევის დისკუსიის ფორმატი და ინციდენტების აღმოფხვრის, მათზე რეაგირების  არსებული მექანიზმები.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისენსაციური ვიდეო უკრაინაში ბოინგის ჩამოვარდნის ადგილიდან (VIDEO)
შემდეგი სტატია“თუ საჭიროება მოითხოვს უნდა გაფართოვდეს მეჩეთი,”-დასავლეთ საქართველოს მუფთი