პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ამ წუთებში პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით დაკავებულია გაიოზ ბორჩაშვილი, მისი სიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი.

100-მდე სპეცრაზმელი ბორჩაშვილის სახლში გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ოჯახის წევრებს კთხავდნენ.

არსებული ინფორმაციით დაკავებულია ალ შიშანის იგივე თარხან ბათირაშვილის ბიძაშვილი მერაბ ბათირაშვილი.

სამართალდამცავებმა ასევე დაკითხეს თარხან ბათირაშვილის მეგობარი ჯოყოლა აჭიშვილი.

არსებული ინფორმაციით აღნიშნული პირების დაკავება ქართველების სირიაში გადაყვანას და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს უკავშირდება.

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკვე გამოთქვეს საკუთარი დამოკიდებულება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხვალ ისინი ამ დაკავებას აქციით გააპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ,,გივის,, შტაბი მიწისაგან პირისა აღგავეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა