პანკისელი ახალგაზრდების საბრძოლველად წასვლის საკითხი უხუცესთა საბჭომ გუბერნატორთან განიხილა

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებმა კახეთის რეგიონის პირველ პირთან შეხვედრა გამართეს და ხეობაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე იმსჯელეს.

უხუცესები მიიჩნევენ, რომ პანკისიდან ახალგაზრდების გადინების პროცესის გაკონტროლებაში ხელისუფლების ყველა უწყება უნდა ჩაერთოს.

ირაკლი შიოლაშვილი უხუცესთა საბჭოს მიერ მთავრობის სახელზე შემუშავებული დადგენილების პირობებსაც გაეცნო. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სირიაში წასული 16 და 18 წლის ახალგაზრდების ოჯახის წევრებიც. ისინი საქმის დროულ გამოძიებას და შვილების უკან დაბრუნებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია მოსახლეობას უფასო სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასოროსი ევროპას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს