პალესტინაში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ესკორტს კვერცხები ესროლეს

პალესტინაში ჩასულ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ესკორტს რამდენიმე ათეულმა ადამიანმა კვერცხები და ფეხსაცმელები ესროლა. ამის შესახებ “ასოშიეითიდ პრესი” იუწყება. მინისტრს დახვდნენ ლოზუნგებით “პალესტინაში თქვენ არ გელოდებიან”. მინისტრი ჯონ ბერდი პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრ რიაად მალკისთან შეხვედრას გეგმავს.

პალესტინელები კანადის პროისრაელურ დამოკიდებულას აპროტესტებენ და პალესტინის საგარეო უწყების პირველ პირსაც ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაშისოლიდარობის ფონდი პირველ განცხადებებს 5 სექტემბერს განიხილავს
შემდეგი სტატიასოფელ სამრეკლოში 2 თვიანი კარანტინი გამოცხადდა