პავლე კუბლაშვილი:–თუ მას უნდა,რომ რეალობა დაინახოს, გამოვიდეს შენობიდან და ნახოს რა მდგომარეობაში არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები

"ნაციონალური მოძრაობა" სამართალდამცავების მონაწილებოთ მორიგ ჩანაწერს ავრცელებს (ვიდეო)პრემიერმა ტრადიციულად ისაუბრა წარმატებებზე, აყვავებულ ქვეყანაზე, გაუმჯობესებულ ეკონომიკაზე და იმაზე თუ რამდენი იღვაწა მთავრობამ, რომ ასეთი ცხოვრება ქონოდა დღეს ხალხს. თუ მას უნდა,რომ რეალობა დაინახოს, გამოვიდეს შენობიდან და ნახოს რა მდგომარეობაში არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებისთვისაც ცხოვრება გახდა უფრო მძიმე იმ პრობლემების გამო რომელიც ეკონომიკას აქვს–განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის_ ერთ–ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა. მისივე თქმით ამ რეალობას პრემიერი თვალს არ უსწორებს და საუბრობს წარმატებებზე,რომელსაც თურმე მსოფლიო ხედავს, მაგრამ მთავარია ჩვენი ხალხი რას ხედავს. ისინი ხედავენ იმ გაჭირვებას რაც დღეს ქვეყანაშია.

პრემიერის არაადეკვატურობა მხოლოდ ამაზე არ ვრცელდება. მას იმდენი უნდა ესმოდეს,რომ საკუთარ მოქალაქეებს სექტა არ უწოდოს და იმ ადამიანებს რომლებიც თავინთი პრობლემების გამო 21მარტს ქუჩაში იდგა შეურაცხყოფა არ მიაყენოს,მაგრამ პრემიერს არ ადარდებს რას იტყვიან მასზე მისთვის მთავარი მხოლოდ ის არის თუ როგორ შეაფასებს მას ივანშვილი. მხოლოდ ერთადერთი ადამიანია ვის წინაშეც პრემიერი არის ანგარიშვალდებული და ეს ადამიანი ივანიშვილია. ქვეყანაში უკეთესობისკენ წინსვლა იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც პრემიერი ანგარიშვალდებული იქნება არა ივანიშვილის არამედ ხალხის წინაშე–აცხადებს კუბლაშვილი

banner
წინა სტატიაშიზურაბ მელიქიშვილი: სამწუხარი არის ის, რომ პრემიერი და მისი მთავრობა ყოველდღიურად უფრო და უფრო შორდება საქართველოს მოსახლეობას
შემდეგი სტატიაგერმანიამ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა