“კორტების სპეცოპერაციის” საქმე, ერთგვარი “საჯილდაო ქვა” არის ქართული მართლმსაჯულებისათვის, რადგანაც ამდენი მაღალჩინოსანი სამართალდამცავის დაკავება და მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ადრე არ მომხდარა. დიახ! ეს მართლაც გამოცდა იქნება ქართული სახელმწიფოსთვის, საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებისათვის, – თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ და სხვა გახმაურებული საქამეების გარშემო, სადაც სამართალდამცავების დანაშაულებები აშკარად შეინიშნება.
საქმე ის არის, რომ, როგორც “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფო სტრუქტურები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცებისათვის, – უკომპრომისო ბრძოლა “პაგონიანების ბეზპრედელის” აღსაკვეთად, რათა საზოგადოებას არ გაუჩნდეს ეჭვი დანაშაულთან ბრძოლის შერჩევითობასთან დაკავშირებით ანუ, დემოკრატიულ სახელმწიფოში დამნაშავის სტატუსს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინც არ უნდა იყოს იგი, – “კანონიერი” თუ “ფორმიანი” ყაჩაღი, ან მკვლელი”!!