პაატა სალია: ვერ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იყოს

სააპალაციოს მიერ რევაზ საყევარიშვილის დროებით მმართველად ძალაში დატოვების შემთხვევაში ,მან სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული მოვალეობა უნდა შეასრულოს

რუსთავი 2″-ის საქმეზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, თუ მოპასუხე მხარე სასამართლოს განჩინებას უსამართლოდ მიიჩნევს, შეუძლია ის ზედა ინსტანციაში გაასაჩივროს. ამასთან იგი არ იზიარებს მოპასუხე მხარის ადვოკატის ზაზა ბიბილაშვილის ეჭვს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის საქმიანობაში, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

“მე ვერ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იყოს, სასამართლომ დღეს მოპასუხის შუამდგომლობები განიხილა მტკიცებულებების ამორიცხვის თაობაზე, ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ეს შუამდგომლობები არ იყო დასაკმაყოფილებელი. სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ, საქმიდან ამოეღო ის მტკიცებულებები, რომელთაც შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონდეთ საქმეზე. სწორი გადაწყვეტილების გამოტანისთვის, ეს გახდა ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის აღელვების და შუამდგომლობების დაყენების საფუძველი. მე ვთვლი, რომ არ შეიძლება მოსამართლის აცილება იყოს მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება რომელიმე მხარეს არ მოსწონდეს. სასამართლომ თავისი არგუმენტი თქვა. ამ განჩინების გასაჩივრება შეიძლება და არსებობს ზემდგომი სასამართლო. თუ მხარე ამას საჭიროდ მიიჩნევს. ჩვენც ვფიქრობთ, რომ არის რამდენიმე ჩვენი შუამდგომლობა, რომელზეც სასამართლოს მიერ უარია ნათქვამი და ჩვენც ვაპირებთ რომ ეს განჩინებები გავასაჩივროთ”, – განაცხადა სალიამ.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მისი კოლეგები მოწინააღმდეგე მხარიდან, შეცდომას არ დაუშვებდნენ და ხელიდან არ გაუშვებდნენ იმ ვადებს, რომელიც სასამართლომ იმისთვის განუსაზღვრა, რომ პასუხი გაეცათ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე და ასევე იმ მტკიცებულებებზე, რომელიც საფუძვლად ედო ექსპერტის დასკვნას.

“მათ ასეთი რამ არ წარმოუდგენიათ, მაშინ როცა ეს მათთვის ძალიან მარტივი იყო, ჩემი დასკვნაა, რომ მხარემ არა შეცდომის გამო გაუშვა ვადები, არამედ მიზანმიმართულად, ხელოვნურად, რომ შემდგომში გარკვეული განცხადებების საფუძველი გამხდარიყო”, – აღნიშნა სალიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: სავარაუდოდ ხორციელდება კიბერ შეტევა 2 ცენტრალური სერვერიდან ერთ-ერთზე
შემდეგი სტატიასაპროკურორო საბჭო პირველად ხვალ შეიკრიბება