პაატა ზაქარეიშვილი: როცა თვეობით ჰყავდათ დაკავებულები ადამიანები წინა ხელისუფლების დროს, ახლა 2-3 დღეში ათავისუფლებენ მათ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, თუ წინა ხელისუფლების დროს თვეობით ჰყავდათ დაკავებული ადამიანები, დღეს 2-3 დღეში ათავისუფლებენ, – ასე გამოეხმაურა ზაქარეიშვილი სოფელ ბერშუეთიდან საოკუპაციო ძალების მიერ ორი მოქალაქის გატაცებას.
“ამ კუთხით ცვლილება მოხდა. როცა თვეობით ჰყავდათ დაკავებულები ადამიანები წინა ხელისუფლების დროს, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 2-3 დღეში ათავისუფლებენ მათ. ამ შემთხვევაშიც შს სამინისტრო მუშაობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე გაათავისუფლებენ მათ”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
გორის რაიონი ს სოფელ ბერშუეთთან შეიარაღებულმა პირებმა ორი ადგილობრივი, 75 წლის მურაზ ჯავახიშვილი და 41 წლის ივანე სეხნიაშვილი დააკავეს.
როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იტყობინება, ჯერჯერობით დაკავებულების ოჯახებს არავინ დაკავშირებია, თუმცა როგორც სოფელში ვარაუდობენ, ორივე მათგანს სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დასდებენ ბრალს.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: ოჩამჩირე-გალის მიმართულებით რკინიგზის მონაკვეთი ისეთივე მკვდარი იქნება, როგორც სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთია