პაატა ზაქარეიშვილი: ოჩამჩირე-გალის მიმართულებით რკინიგზის მონაკვეთი ისეთივე მკვდარი იქნება, როგორც სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთია

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები არის ძალის დემონსტრირება და შანტაჟი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ოჩამჩირე-გალის მიმართულებით რკინიგზის მონაკვეთი ისეთივე მკვდარი იქნება, როგორც არის სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთი.
როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმი-ოჩამჩირის ქართული მონაკვეთი აღდგა, იქ არც ერთ მატარებელს არ გაუვლია.
ზაქარეიშვილის თქმით, ახლა, როგორც ჩანს, ოჩამჩირიდან გალის მიმართულებით რკინიგზის გაწმენდა მიმდინარეობს.
“არავითარი არსებითი სიახლე ამ მხრივ არ არის გარდა იმისა, რომ წმენდენ ამ მონაკვეთს. თქვენ გინახავთ სადმე მფრინავი მატარებლები? როგორ გადმოვა ეს მატარებელი სამეგრელოში. ხიდი არ არის. აშკარად ჩანს, რომ ამ ტიპის არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს. ეს ისეთივე მკვდარი მონაკვეთია, როგორიც სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთი”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის კომენტირებისას, რომელსაც რუსი სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახორციელებენ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: როცა თვეობით ჰყავდათ დაკავებულები ადამიანები წინა ხელისუფლების დროს, ახლა 2-3 დღეში ათავისუფლებენ მათ
შემდეგი სტატიამინისტრთა კაბინეტის წევრები არ ადასტურებენ ინფორმაციას, თამარ ბერუჩაშვილის გიორგი კვირიკაშვილი თ ჩანაცვლების შესახებ