პაატა ზაქარეიშვილი გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვას ვერ გამორიცხავს

გალში ქართული ენის სწავლების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.

მინისტრმა ვერ გამორიცხა სექტემბრიდან გალის სკოლებში ქართული ენის სწავლების შესაძლო აკრძალვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საუბრები საკმაოდ ხშირია და ეს არ იქნება მარტივი პროცესი.

„აფხაზური საზოგადოება მსჯელობს ამ საკითხზე, ანუ ჩამოყალიბებული არ არიან და მათ უნდათ მოიფიქრონ რაღაც ისეთ, რომელიც უფრო მეტად მოახდენს გალის რაიონის მოსახლეობის უფრო მეტ ინტეგრაციას აფხაზურ საზოგადოებაში, მაგრამ ეს არ არის ადვილი თემა,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა უნდა მოხდეს.

„ჩვენ მეგობრებთან და პარტნიორებთან უნდა იყოს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ამ საკითხზე, რათა გარკვეული ზეწოლაც კი მოახდინონ, იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი პროცესები არ განვითარდეს,“-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძის შეფასებით, ყველაფერი დინამიურად დალაგდება.

„არანაირი აკრძალავ, ვერანაირი რეგულაციები ვერ შეზღუდავს ქართული ენის და ჩვენი რწმენის წინსვლას,“-განაცხადა გელა დუმბაძემ.

banner
წინა სტატიაშიინტერპოლით ზურაბ ადეიშვილის ძებნა შეწყდა
შემდეგი სტატია”ცოცხალი წიგნები” – კულტურის სამინისტრო ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა და ქალაქებში თანამედროვე მწერლების სტუმრობასა და მკითხველთან შეხვედრას გულისხმობს.