პაატა ზაქარეიშვილი: ბაქო სუფსის მილსადენი უკვე დიდი ხანია გადის ოკუპირებულ ტარიტორიაზე

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები არის ძალის დემონსტრირება და შანტაჟი

“რაც შეეხება ბაქო სუფსის მონაკვეთს, ისევ და ისევ თუ ავიღებთ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც მოიცავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, ეს მილსადენი უკვე დიდი ხანია გადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე”-ამის შესახებ განცხადება, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.

ოკუპირებული რეგიონების მიმდებარედ ე.წ. სასაზღვრო ზოლის გადმოწევასთან დაკავშირებით ზაქარეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. ზაქარეიშვილის განცხადებით, დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბანერების განთავსებით საკითხის აქტუალიზაცია ხდება. მინისტრის განცხადებით, რუსეთს სურს პროვოკაციული ნაბიჯით დარტყმის ქვეშ დააყენოს საქართველოს ავტორიტეტი , როგორც სანდო სახელმწიფოს ენერგო რესურსების გატარებაში.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ომით და სამხედრო აგრესიით ჩვენ პრობლემებს ვერ გადავჭრით
შემდეგი სტატია“პრეზიდენტ ალიევს ჩემი მოკვლა უნდა”