პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას ლაშა თაბუკაშვილთან და ვანო მაჭავრიანთან ერთად აპირებს ?

მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე

ცნობილი მომღერალი და ქველმოქმედი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება, – ამის შესახებ ინფორმაციას “მაესტრო” ავრცელებს .
ტელეკომპანიის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრებს შორის შესაძლოა იყვნენ პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი, მწერალი ლაშა თაბუკაშვილი და ბიზნესმენი ირაკლი გურჩიანი.
როგორც მაჭავარიანმა ტელეკომპანიას განუცხადა, პატა ბურჭულაძე მისი მეგობარია და ერთმანეთში ზოგად თემებზე საუბრობენ. ასევე მას მიაჩნია, რომ წარჩინებულ ადამიანებს პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება ყოველთვის უნდა ჰქონდეთ, თუმცა მაჭავარიანის თქმით, ამ ეტაპზე, ბურჭულაძის მხრიდან პოლიტიკური პარტიის შექმნაზე საუბარი ნაადრევია.
“საზოგადოება არ არის მხოლოდ “ნაციონალების” და “ოცნების” და ნებისმიერ ადამიანს, მით უმეტეს წარჩინებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლობა თავისი აზრი გამოთქვას ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ თემებზე. საუბრები პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, საუბრები პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობაზე ჩემთან მიმართებაში ან პაატასთან მიმართებაში არასწორია ამ ეტაპზე”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ლაშა თაბუკაშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ პოლიტიკაში მიდის, ხოლო პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლაზე ფიქრობს, თუმცა კონკრეტული არაფერი იცის.
“პოლიტიკასთან საერთოდ შეხება არ მაქვს. ღმერთმა დამიფაროს. მე ვურჩიე პაატას 3 წლის წინ, რომ არ ჩარეულიყო და გაითვალისწინა. ახლა მგონი რაღაცას ფიქრობს, თუმცა მე არ ჩავუყენებივარ საქმის კურსში და საერთოდ არაფერი ვიცი ამის შესახებ”, – აღნიშნა თაბუკაშვილმა.
პაატა ბურჭულაძესთან პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიფატუ ბენსუდა: ჩემი ქმედება იქნება სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი”
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: ოპონენტებს ვთხოვ არ არის საჭირო ნეგატოფილიის გამოვლენა