პაატა ბურჭულაძე არ მალავს, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემოთავაზება ჰქონდა

მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე

პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე გადაწყვეტილებას ჯერ საიდუმლოდ ინახავს, თუმცა არ მალავს, რომ ასეთი შემოთავაზება იყო.

მესტია, ზუგდიდი, ოზურგეთი, ჭიათურა-საჩხერე – პაატა ბურჭულაძის მოგზაურობას საქართველოში ოფიციალურად ასეთი საბაბი აქვს – ანგარიში ჩააბაროს ხალხს მახათას მთაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ.

ცნობილია, რომ ტაძარი სწორედ მრევლის შემოწირულობებით შენდება. თუმცა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის მიხედვითაც ქველმოქმედი და საოპერო ვარსკვლავი პოლიტიკურ აქტივობებს იწყებს, დასავლეთ საქართველოს ტურნე მართლაც წინასაარჩევნო კამპანიას ემსგავსება.

„ვინც ასეთ რამეს იძახის, თვითონ უპასუხოს ასეთ შეკითხვას. საერთოდ არ ვარ განწყობილი ამაზე სალაპარაკოდ და პოლიტიკოსებთან არანაირი კონსულტაციები არ მაქვს,“ – განაცხადა საქველმოქმედო ფონდ იავნანას პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის ელჩი: ჩემს ქვეყანას მიაჩნია, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მივცეთ ევროპული პერსპექტივა
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: საქართველო და რეგიონის ბევრი ქვეყანა გახდა ვალუტის შოკის მოწმე