ოჯახური ძალადობის ფაქტზე საქართველოში ამერიკისა და ირანის მოქალაქე დააკავეს

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკისა და ირანის მოქალაქე ალი რეზა საზეგარი დააკავეს. ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდ. საზეგარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

„ეს შემთხვევა არის გზავნილი იმ ადამიანებისთვის, ვინც ძალადობას ირჩევს ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის, რომ ნებისმიერი ასეთი დანაშაული ისჯება, თუნდაც ეს მოხდეს შემთხვევის ადგილიდან 11 ათასი კილომეტრის დაშორებით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზეგარმა 2010 წლის 6 ივლისს კალიფორნიაში მეუღლეს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მოკვლით დაემუქრა.

სამართალდამცავების ცნობით, საზეგარიმ ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს ხელ-ფეხი შეუკრა, პირი აუკრა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და აბაზანაში ჩაკეტა. აუკრძალა სახლის დატოვება, ჩამოართვა პასპორტი, საკრედიტო ბარათები და გასაღები და მოკვლით დაემუქრა. ქალბს მისმა თანამშრომლებმა სახლში მიაკითხეს და ამის შემდეგ შეატყობინეს პოლიციას.

გამოძიებით დადგენილია, რომ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს 20 ფარული ვიდეოკამერა, რომლითაც საზეგარი მეუღლეს, სავარაუდოდ, უთვალთვალებდა. ბრალდებული უკვე ექსტრადირებულია და წარდგება ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს წინაშე.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე: “სუპერ პუმას” ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა
შემდეგი სტატიააუნაზღაურდებათ თუ არა სტიქიის დროს დაზარალებულებს დაუზღვეველი მანქანის საფასური?