ოჯახის ყველა სრულწლოვანმა წევრმა დეტალების შესახებ იცოდა–მურთაზ ზოდელავა

ოჯახის ყველა სრულწლოვანმა წევრმა დეტალების შესახებ იცოდა–მურთაზ ზოდელავა

ოჯახის ყველა სრულწლოვანმა წევრმა დეტალების შესახებ იცოდა–მურთაზ ზოდელავა“ოჯახის ყველა სრულწლოვანმა წევრმა დეტალების შესახებ იცოდა,” – ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი2-“-ის ეთერში ყოფილმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გადაცემა არჩევანში გაკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ადამიანურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარკვეული ნაწილის გასაიდუმლოების შესახებ. თუმცა, უჭირს თქვას რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად.

“გოგლა ჟვანია ფაქტიურად მედროშე იყო ამ მოვლენების. ეს მისი არჩევანია. ის ესწრებოდა ჩაჩუას მიერ განხორციელებულ პროცედურას. მაშინ არ გასჩენია კითხვები. მას დაცვის ბიჭების მიმართ არ ჰქონია კითხვები. მას ეს ყველაფერი არ აწუხებს. ამიტომ ეს ადამიანი და მისი შეფასებები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის,” – აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

banner
წინა სტატიაშიხუთი ადამიანი დეფაქტო პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მძევლები არიან–ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიაგოგლა ჟვანია ყოფილ მთავარ პროკურორს პასუხობს