“ოჯახებით გამოვალთ ქუჩაში”- ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქცია გაიმართა

ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალაქში თურქული კომპანიის მოსალოდნელ შესვლას აპროტესტებენ. მათი განმარტებით, თუ კომპანიამ მათ რეისებზე მუშაობა დაიწყო, ისინი უმუშევრები დარჩებიან.

„ფაქტიურად, ლუკმა-პურის გარეშე ვრჩებით. „მტერო ჯორჯია“ უფრო კომფორტულ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარ ვიმუშავებთ. ამას არ დავუშვებთ, არ შემოვუშვებთ. ოჯახებით გამოვალთ ქუჩაში და მოძრაობის საშუალებას არ მივცემთ მათ მიკროავტობუსებს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქცია იმ პირობით შეწყდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ცენტრალურ მთავრობასთან პრობლემის მოგვარების მიზნით უშუამდგომლებს.
იმ შემთხვევაში, თუ საკითხი მათ სასარგებლოდ არ გადაწყდება, მძღოლები პერმანენტული პროტესტის სხვა ფორმებით გამოხატვას არ გამორიცხავენ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი: პატრიარქის გადაწყვეტილებით, ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი ზუგდიდს არც ერთი დღით არ დატოვებს
შემდეგი სტატიალანჩხუთელები მიწების სანაცვლოდ ადეკვატურ კომპენსაციებს ითხოვენ