ოხშაბთს მინსკში ოთხთა სამიტი გაიმართება

384611231გერმანიის მთავრობის წარმომადგენლმა შტეფან ზაიბერგმა პრესასთან საუბრისას განაცხადა: ,,დღეს, როგორც დაგეგმილი იყო, შედგა ოთხი ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუარი, სადაც მინსკის შეხვედრისათვის მოსამზადებელი ის საკითხები  განიხილეს, რომლებმაც კონფლიქტის ძირფესვიან დარეგულირებამდე უნდა მიგვიყვანოს,, მისივე განცხადებით ეს სამუშაო ხვალაც გაგრძელდება და ოთხშაბათს ,,ნორმანდიული ფორმატის,, მინსკის სამიტზე ყველა საკითხი მზად იქნება დღის წესრიგისთვის. სამიტზე, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის პირველი პირები მიიღებენ მონაწილეობას.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ოთხთა შეხვედრის გარდა მინსკში ოთხშაბათს, მინსკის შეთანხმების ხელმომწერთა შეხვედრაც გაიმართება, რომელშიც რუსეთ-უკრაინის გარდა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკის წარმომადგენლებიც შედიან.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია იური და ზურაბ ვაზაგაშვილების მკვლელობებს ერთმანეთს უკავშირებს
შემდეგი სტატიაოპერატიული მასალა-ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანისლის პირველი ვიდეო კადრები(ვიდეო)