„ოღონდაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მზად არიან სისხლისღვრას შეუწყონ ხელი“

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მოახდინოს რეაგირება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელსაც ის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აკეთებს.

როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, მიხეილ სააკაშილი, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ, ქვეყანაში სისხლისღვრასაც არ მოერიდებიან.

„როდესაც მე ვიყავი კიევში ვიზიტით, მაშინაც, უკრაინელ მაღალჩინოსნებს ვუთხარი, რომ წარმოუდგენელი იქნებოდა საქართველოში უკრაინის მოქალაქე იყოს მაღალჩინოსანი და უკრაინის წინააღმდეგ რაიმე ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ-მეთქი. ისინი მიხვდნენ რასაც ვგულისხმობდი და გაიკვირვეს. ახლა კი მათ დაინახეს, რომ საქართველოდან წასული ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ახლა უკრაინაში ერთ-ერთი მხარის გუბერნატორია, საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს. მისი მიდგომა ძალადობისკენ არის მიმართული და მიმართულია იქითკენ, რომ ოღონდაც კი გაზარდონ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ხელმძღვანელით, არ მოერიდება იმას, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში სისხლისღვრას და რა თქმა უნდა, ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს რეაგირება. რა იქნება ეს, ამის მრჩეველად ჩვენ ვერ გამოვდგებით“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პეტრო პოროშენკოს სააკაშვილის ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით დაინტერესებას სთხოვს. ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, წერილი გაუგზავნა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო სხდომას არასამთავრობოები ესწრებიან
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი დააკმაყოფილა