ოქროს ნაკეთობებისა და ძვირფასი საიუველირო ნივთების უკანონოდ შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, მოქალაქე იური ღამბაშიძე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ გავლით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები და ძვირფასი საიუველირო ნივთები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: “ვალად გვრჩება კონსტიტუცია და კონსტიტუციის მოწყობა”
შემდეგი სტატიასაქართველოს რეგიონებში ახალი კინოპროექტი იწყება