ოქროპირიძის საქმე – საქალაქო სასამართლო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინების მიუხედავად, მოუწოდებს საზოგადოების წარმომადგენლებს, კერძოდ კი, მედიას, პროცესის მონაწილე მხარეებს და ყველა იმ პირს, ვინც შემხებლობაშია ნაფიც მსაჯულთა განსჯად – ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმესთან, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ყოველგვარი განმარტების თუ განცხადების გაკეთებისაგან.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმე კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია და შესარჩევია ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა, მედიასაშუალებებით ნებისმიერი ხასიათის განცხადებებმა და საჯარო განხილვებმა, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მართლმსაჯულების განხორციელებას.

“მართლმსაჯულების ინტერესების დაცვის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლო, ასევე, მოუწოდებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კანონის ფარგლებში, სრულად უზრუნველყონ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება,”- ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილარი დოლართან მიმართებაში გამყარდა
შემდეგი სტატიახმაური ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში