ოფიციალური თბილისის განმარტება – დეფაქტო ხელისუფლების ვიზიტი იტალიაში

საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლების იტალიაში გამართულ შეხვედრებზე გავრცელებულ ინფორმაციას “არასწორ შეფუთვად” აფასებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე აცხადებს, რომ სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლებმა იტალიაში, ქალაქ ბარიში გამართეს კერძო ხასიათის შეხვედრები და მათ მათ არავითარი დიპლომატიური დატვირთვა არ ჰქონდა.

“ეს ვინმე ვიტო გრანტანი რომელიც იყო იქ მოხსენიებული როგორც გამოცდილი დიპლომატი, სინამდვილეში არ არის დიპლომატი. აქ საქმე გვაქვს არასწორ შეფუთვასთან,”- აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე.

banner
წინა სტატიაში“სავალუტო ფონდის” წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდებიან
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე: შენარდნაძის ეპოქა ჩემს ბიოგრაფიაში სამარცხვინო ნამდვილად არ არის