ორთაჭალჰესის ტერიტორიაზე თევზსაჭერი ბადეები აღმოაჩინეს

ორთაჭალჰესის ტერიტორიაზე თევზსაჭერი ბადეები აღმოაჩინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა. ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს 4 სახლართი ბადე.

ჰესის ტერიტორიაზე ნებისმიერი მოწყობილობით თევზჭერა აკრძალულია. ფაქტი შემდგომი მოკვლევისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს.

გარემოსდაცვითი ზედამხდველობის დეპარტამენტი თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, გარემოსდაცვითი ნებისმიერი კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ დეპარტამენტის ცხელ ხაზზე – 153.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტი რეზოლუციის პროექტებზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაზე განცხადებები, უკრაინის პოზიციაა, თუ არც მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორის?