ორგანიზაცია “ჯარისკაცი დედის” ხელმძღვანელი თინა ხიდაშელს წერილით მიმართავს

ორგანიზაცია

 ორგანიზაცია "ჯარისკაცი დედის" ხელმძღვანელი თინა ხიდაშელს წერილით მიმართავსორგანიზაცია “ჯარისკაცი დედის” ხელმძღვანელი განხცადებას ავრცელებს და თავდაცვის მიინსტრს თინა ხიდაშელს მიმართავს.
,,საქართველოს თავდაცვის მინისტრი—დღეს ეს პოზიცია უკავია ქალბატონ თინა ხიდაშელს. მინისტრს, რომელსაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სიძლიერის გარანტია.. მინდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯარისკაცის დედა ”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გამოვეხმაურო თავდაცვის მინისტრის ქუთაისის მე-3 ბრიგადაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა დედებთან შეხვედრას. მათ პრეტენზია გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება არ იჩენს სათანადო ყურადღებას და ისინი საერთოდ დაივიწყა. მინისტრის პასუხებმა, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი შეშფოთება გამოიწვია. ქ-ნო თინა გარწმუნებთ, რომ დაღუპულ ჯარისკაცთა დედებს ნამდვილად არ აინტერესებთ თქვენი სიზმრები. არც ის უხარიათ, რომ აგვისტოს ომში არ დაიღუპეთ და არც ის, რომ მთელი ცხოვრება ქუჩაში იდექით ( როგორც თქვენ მათ განუმარტეთ ). მათთვის მთავარია მცოცავი ოკუპაციის შეჩერება, პრობლემების გადაწყვეტა და მთავრობის დანაპირების შესრულება, რომელიც ეხება დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა კომპენსაციას. ეს თანხა ნამდვილად არ არის მათი შვილების სიცოცხლის საფასური, მაგრამ უმამოდ დარჩენილ ბავშვებს და მოხუც მშობლებს დღევანდელ დუხჭრ ცხოვრებაში ოდნავ მაინც შეეშველებათ. ” ა დ ა მ ი ა ნ ი ”-ს რომელიც თქვენ დანიშნეთ თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცის დედებთან კომუნიკაციისათვის შევხვდით ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები და ავღნიშნავ, რომ ეს პიროვნება ნამდვილად ვერ იქნება ის ” ადამიანი ” ვინც შეძლებს დაეხმაროს ძაძით შემოსილ დედებს. დაეხმაროს იმ დედებს, რომელთა შვილებმა ყველაზე ძვირფასი — ს ი ც ო ც ხ ლ ე — შეწირეს სამშობლოს. შეხვედრამ არასასიამოვნო განცდა დაგვიტოვა და არ დავმალავ საუბრის ტონი, როგორითაც ეს ქალბატონი გვესაუბრა, ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა . მიზნად არ მაქვს ჩვენი საუბრის დეტალურად განხილვა, მაგრამ ერთს კი ავღნიშნავ – -დაღუპული ჯარისკაცის დედებთან კომუნიკაციისთვის გულისხმიერი ”ადამიანის ” დანიშვნა იქნებოდა უფრო სასურველი და მართებული. იმედს ვიტოვებთ, რომ, არასამთავრობო ორგანიზაცია ” ჯარისკაცის დედა ” -ის კომუნიკაცია თქვენთან, არ იქნება ამ პიროვნებაზე დამოკიდებული. დიდი სურვილი გვაქვს თქვენთან შეხვედრის და თანამშრომლობის. იმედს გამოვთქვავთ ამ თანამშრომლობის საფუძველზე, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შევძლებთ დასაწყისისათვის არამარტო ზემოთ ხსენებული ოჯახების დახმარებას, არამედ ზოგადად ჯარში არსებულ პრობლემებსაც შევეხოთ“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია ” ჯარისკაცის დედის” აღმასრულებელი დირექტორის დალი ბეროშვილი წერილში.

banner
წინა სტატიაში“პატიმარ ქალებს საშუალება მიეცემათ შაბათ-კვირას და უქმე დღეებში ციხის ტერიტორიიდან გავიდნენ”
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი 3 აგვისტოდან არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს გამართავს