ორგანიზაცია “მოქალაქეს” მიერ წამოწყებული კონკურსი “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” ახალ ეტაპს იწყებს

ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეს” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრში სტუდენტებს ხვდება. შეხვედრის მიზეზი “მოქალაქის” მიერ წამოწყებული კონკურსია “სტუდენტები თვითმმართველობისთვის”, რომელიც ახალ ეტაპს იწყებს. პროექტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება 4-6 წევრისგან შემდგარ სტუდენტურ გუნდებს შეუძლიათ. კონკურის პირველი შესარჩევი ეტაპი რეგისტრაციის გავლასთან ერთად სიმულაციური დავალების შესრულებას გულისხმობს. ყველაზე წარმატებული გუნდებისთვის ორგანიზაცია “მოქალაქე” სასწავლო ტურს მოაწყობს განვითარებული თვითმმართველობის მქონე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ კონკური “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” მეორედ ტარდება, რეგისტრაცია 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და მასში საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქი ჩაერთო. 10 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. მათ მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ტურში, რომელიც გერმანიასა და პოლონეთში გაიმართა. ის თვითმმართველობის საკითხებს მიეძღვნა.
ახალი კონკურსისთვის რეგისტრაცია 28 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძე: ადმინისტრაციისთვის ქიბარ ხალვაშს მოქალაქეობის მინიჭების ან უარის თქმის მოთხოვნით, არ მოუმართავს
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია: “როცა ლუდი არის შარდი, ვერ უშველის სტალინზე დარდი”