ორბელიანის ქუჩაზე სახლის კედლის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ორბელიანის ქუჩა N36 ნომერში, იტალიურ ეზოში, სახლის საყრდენი კედელის ნაწილი ჩამოიშალა. კედლის ჩამოშლის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი , რომელიც ტვინის შერყევით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, სახლები მძიმე მდგომარეობაშია და არსებობს საფრთხე, რომ კედლის მეორე ნაწილიც ჩამოიშალოს. ისინი შესაბამის ორგანოებს დახმარებას სთხოვენ.
ადგილობრივების განცხადებით, ეზოში მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, რომლებიც ხშირად თამაშობენ და ისინი ყოველ წუთს საფრთხის ქვეშ დგანან.

banner
წინა სტატიაშიჯონ კერი: აშშ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაში დაეხმარება
შემდეგი სტატია„როცა ვამბობდი, რომ სამიტზე არ იქნებოდა ვიზალიბერალიზაცია, ლამის ანათემას გადამცეს“