ორბაჩოვი დასავლეთს და რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდებს

ორბაჩოვი დასავლეთს და რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდებს

ორბაჩოვი დასავლეთს და რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდებსსსრკ-ს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი დასავლეთს და რუსეთს ნდობის აღდგენისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. “მე ჩვენს ყველა ლიდერს მოვუწოდებ გამოიჩინონ გონიერება და პასუხისმგებლობა ნდობის აღდგენის და დიალოგის საქმეში” – განაცხადა გორბაჩოვმა ვილფრიდ შარნალგიას წიგნის “კურსის შეცვლის” პრეზენტაციაზე.
ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა გერმანულ-რუსულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსკოვი და ბერლინი მაინც მივიდნენ თანამშრომლობამდე იმის მიუხედავად, რომ “ყველა თვლიდა, რომ რუსები და გერმანელები არასდროს იურთიერთობდნენ” – გორბაჩოვის სიტყვებს ციტირებს მედია. მისი აზრით, უახლოეს მომავალში ორივე მხარემ უნდა განაცხადოს თანამშრომლობისთვის მზაობა.
ექს-პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რამდენიმე დასავლელი პოლიტიკოსის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადაიხედოს რუსეთთან თანამშრომლობა, უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას მარცვლეული კულტურების აღებაში უსასყიდლოდ მოემსახურებიან
შემდეგი სტატიალუკა კურტანიძე: ბარამიძეს არ დავუვიწყებ, საკენში როგორ ამხნევებდა ჩვენს თანამებრძოლებს