ოპოზიციური ფრაქციის მიერ მიწვეული მინისტრები პარლამენტში არ ცხადდებიან

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

ოპოზიციური ფრაქციის მიერ პარლამენტში მიწვეული მინისტრები, საკანონმდებლო ორგანოში არ ცხადდებიან. დღეს ამ საკითხზე ყურადღება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო რატიანმა გაამახვილა და პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირება სთხოვა.
როგორც რატიანმა განმარტა, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” უმცირესობის ფორმატში სხვადასხვა მინისტრს იწვევს, მაგრამ ისინი პარლამენტში არ მიდიან. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ეს ასე ხდება 2013 წლის შემდეგ. იმ მინისტრებს შორის კი, რომელიც ფრაქციის მიწვევის მიუხედავად, პარლამეტში არ მივიდნენ, რატიანმა შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაასახელა.
“ის რაც ხდება, პარლამენტის პრესტიჟის საკითხია”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიUEFA თბილისში დამკვირვებლებს აგზავნის
შემდეგი სტატიაირაკლი ფირცხალავას ძმა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე არ დაიკითხება