ოპოზიციის წინადადებას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ უმრავლესობა არ ეთანხმება

საპარლამენტო უმცირესობა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და ასევე სხვა გახმაურებული და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე საპარლამენტო კონტროლის მიზნით, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

შესაბამისი წინადადების დაყენებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, სერგო რატიანი, დღეს აპირებს.

უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის ამ წინადადებას არ იზიარებს უმრავლესობა. უმრავლესობის დეპუტატი, გია ვოლსკი, ამბობს, რომ ასეთი „ახალი სამინისტროების“ შექმნა საჭირო აღარ არის, რადგან ყველა საგამოძიებო ორგანო, რომელიც ამ საქმეებზე მუშაობს, კომპეტენტურია.

„როდესაც ხელისუფლებაში არ ხარ, ცდილობ, საპარლამენტო კომისიები შექმნა, რომლითაც გარკვეულ სადავეს ჩაიგდო ხელში, რათა სიტუაციაზე გავლენა იქონიო და პოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭო შენს არსებობას. კომპეტენტურია ორგანოები, რომლებიც სწავლობენ სხვადასხვა საკითხებს. თუ რამე შენიშვნა გააჩნიათ, ყველას აქვს საშუალება, ამ თემაზე ხმამაღლა ილაპარაკოს,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშინატოს აღმოსავლეთის ფრონტი: პასუხი პუტინის არაპროგნოზირებულობაზე
შემდეგი სტატიაგურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი ბათუმში დააკავეს